#1-21 სარკინიგზო ტრანსპორტში, ვინ არის მანევრების ხელმძღვანელი?
სამატარებლო დისპეტჩერი, რომელიც გასცემს განკარგულებას სამანევრო სამუშაოების სრულფასოვნად შესრულებაზე;
თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს მანევრებში მონაწილე ყველა პირის მოქმედებას და რომლის მითითების გარეშე არა აქვს უფლება სამანევრო ლოკომოტივის მემანქანეს მოძრაობაში მოიყვანოს ლოკომოტივი;
სადგურის უფროსი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ყველა პირის მოქმედებას სამანევრო ლოკომოტივის მემანქანის ჩათვლით;
საისრე პოსტის მორიგე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს მანევრებში მონაწილე ყველა პირს, რომლის მითითების გარეშე არა აქვს უფლება სამატარებლო ლოკომოტივის მემანქანეს მოძრაობაში მოიყვანოს ლოკომოტივი.
#2-25 რა არის ცენტრალიზირებული ისარი?
ისარი, რომლის კალმების (მოძრავგულარიანი ჯვარედინის შემთხვევაში-გულარისაც) გადაყვანა ხდება, ერთი ცენტრალური პუნქტიდან მართვადი, სპეციალური მოწყობილობების საშუალებით;
ისარი, რომლის კალმების გადაყვანა ხდება ელექტროდენით, რომლის მაქსიმალური ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 380 ვოლტს, რკინის გადასაყვანი მექანიზმის საშუალებით;
ისარი, რომლის კალმების გადაყვანა ხდება ელექტროდენით, რომლის მინიმალური ძაბვა არ უნდა იყოს 220 ვოლტზე ნაკლები, რკინის გადასაყვანი მექანიზმის საშუალებით;
ისარი, რომლის კალმების გადაყვანა ხდება ელექტროდენით, რომლის მინიმალური ძაბვა არ უნდა იყოს 110 ვოლტზე ნაკლები, მექანიკური გადასაყვანი მექანიზმის საშუალებით.
შეძლებისდაგვარად მატარებელი გააჩეროს ლიანდაგის ჰორიზონტალურ ნაწილზე და მის სწორ მონაკვეთზე, თუ საჭირო არ არის მატარებლის სასწრაფო გაჩერება
აამოქმედოს მატარებლის ავტომუხრუჭები და ლოკომოტივის დამხმარე მუხრუჭი
დაუყოვნებლივ გამოუცხადოს რადიოკავშირით მატარებლის გაჩერების შესახებ გადასარბენებზე მოძრავი ლოკომოტივებისა და ძრავავაგონიანი მატარებლების მემანქანეებს და გადასარბენის შემომზღუდავი სადგურების მორიგეებს, რომლებმაც დაუყოვნებლივ უნდა მოახსენონ ამის შესახებ სამატარებლო დისპეტჩერს
ყველა პასუხი სწორია
#4-61 მატარებლის ტარებისას მემანქანე ვალდებულია:
მუდამ მზად იქონიოს სამუხრუჭო მოწყობილობები ასამოქმედებლად, შეამოწმოს ისინი გზაში მსვლელობისას, არ დაუშვას წნევის დაცემა მთავარ რეზერვუარსა და მაგისტრალში დადგენილი ნორმების ქვევით
მუდმივი სიგნალების ამკრძალავი ჩვენებისას, სიჩქარის შემცირების სიგნალების და იმ სხვა სიგნალების ჩვენებისას, რომლებიც მოითხოვს სიჩქარის შემცირებას გამოიყენოს სასამსახურო დამუხრუჭება და ისე გააჩეროს მატარებელი, რომ არ გაიაროს გაჩერების სიგნალი, ხოლო სიჩქარის შემცირების სიგნალი გაიაროს სიჩქარით, რომელიც არ აღემატება მოცემული სიგნალისათვის დაწესებულ სიჩქარეს
სასიგნალო ნიშანი, რომელიც ნეიტრალურ ჩადგმას ზღუდავს (რათა თავიდან იქნეს აცილებული მასზე ლოკომოტივის გაჩერება) გაიაროს არანაკლებ 20 კმ/სთ სიჩქარით
ყველა პასუხი სწორია
#5-39 სად არის გარეშე პირების დაშვება აკრძალული?
ლოკომოტივებზე, ძრავა ვაგონიან მატარებლების, ავტომოტრისების, დრეზინების და სხვა მოძრავი ერთეულების მართვის კაბინაში
სიგნალებთან, ისრებთან, აპარატებთან, მექანიზმებთან და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებთან
შენობებში, საიდანაც წარმოებს სიგნალებისა და ასეთი მოწყობილობების მართვა
ყველა პასუხი სწორია
#6-14 რა არის მოძრავი შემადგენლობის გაბარიტი?
ზღვრული განივი (ლიანდაგის ღერძის პერპენდიკულარულად) მოხაზულობა, რომელშიც უნდა თავსდებოდეს და არ გამოდიოდეს მის გარეთ, როგორც დატვირთული, ისე ცარიელი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც დგას ჰორიზონტალურ და პირდაპირ ლიანდაგზე;
ადგილი, სადაც უნდა მოთავსდეს მოძრავი შემადგენლობა;
ზღვრული განივი (ლიანდაგის ღერძის პერპენდიკულარულად) მოხაზულობა, რომელშიც უნდა თავსდებოდეს და არ გამოდიოდეს მის გარეთ ტვირთი, როგორც დახურულ, ისე ღია ტიპის ვაგონებში ჩატვირთული, რომელიც დგას პირდაპირ ლიანდაგზე;
ზღვრული განივი (ლიანდაგის ღერძის პერპენდიკულარულად) მოხაზულობა, რომელშიც უნდა თავსდებოდეს მოძრავი შემადგენლობის მართვის ჯიხური (კაბინა), რომელიც დგას ჰორიზონტალურ და პირდაპირ ლიანდაგზე.
#7-42 რას ემსახურება სიგნალები?
სარკინიგზო გადასასვლელის უსაფრთხო ექსპლუატაციას
სამანევრო მუშაობისას განკარგულებების გადაცემას
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
#8-36 რა უნდა მოიმოქმედოს სარკინიგზო ტრანსპორტზე თითოეულმა დასაქმებულმა ნაგებობათა ან მოწყობილობათა უწესივრობის აღმოჩენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას ან იწვევს გარემოს გაჭუჭყიანებას?
თითოეული დასაქმებული მოვალეა უზრუნველყოს მასზე მინდობილი ტექნიკის უსაფრთხოება
დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სახიფათო ადგილის შესაზღუდი და უწესივრობის აღმოსაფხვრელი (აღმკვეთი) ღონისძიებები
თითოეული დასაქმებული მოვალეა შეატყობინოს ინფორმაცია სადგურის მორიგეს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
#9-44 მატარებელთა მოძრაობასთან დაკავშირებულ სიგნალიზაციაში რას აღნიშნავს ყვითელი ფერი?
მოითხოვს გაჩერებას
იძლევა მოძრაობის ნებართვას და მოითხოვს სიჩქარის შემცირებას
იძლევა დაწესებული სიჩქარით მოძრაობის ნებართვას
იძლევა მანევრების უფლებას
#10-45 მატარებელთა მოძრაობასთან დაკავშირებულ სიგნალიზაციაში რას აღნიშნავს წითელი ფერი?
იძლევა მოძრაობის ნებართვას და მოითხოვს სიჩქარის შემცირებას
ბაქნების, ნახევარვაგონებისა და ტრანსპორტიორებისა არაგაბარიტული ტვირთით, თუ ასეთი ვაგონების მსვლელობის შესახებ არ იქნება მიცემული განსაკუთრებული მითითებები
ბაქნების დაუკეტავი ბორტებით, გარდა რკინიგზის სპეციალური ინსტრუქციებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვაგონებისა დაუმაგრებელი ბუნკერებით, ცისტერნებისა, ხოპერებისა, ხორბალმზიდებისა, ცემენტმზიდებისა და მსგავსი მოძრავი შემადგენლობისა ზედა და ქვედა ჩამტვირთავ-გადმომტვირთავი მოწყობილობების ღია სახურავებით
ნახევარვაგონებისა ღია კარებით და ლიუკებით ან ჩამკეტი მექანიზმის ერთი კბილით დაკეტილი ლიუკებით
ყველა პასუხი სწორია
#12-110 მანევრების წარმოება თავისუფალ ლიანდაგზე უკანიდან მიბმული ვაგონებიანი ლოკომოტივების მოძრაობისას დასაშვებია სიჩქარით არა უმეტეს:
40 კმ/სთ;
60 კმ/სთ;
20 კმ/სთ;
25 კმ/სთ.
#13-102 თუ ლოკომოტივის წყვილთვალს 1 მმ-დან 2 მმ-მდე სიღრმის ცვეთა (ამოჭმა) აქვს, დასაშვებია მატარებლის მსვლელობა უახლოეს სადგურამდე სიჩქარით არაუმეტეს:
არ დაიშვება;
20 კმ/სთ;
15 კმ/სთ;
დაწესებული სიჩქარით.
#14-70 სად იდგმება ავტომატური ბლოკირებისას გასავლელი შუქნიშნები ?
საზღვრებზე ბლოკ-უბნებს შორის
პოსტებს შორის გადასარბენების საზღვრებზე
ორლიანდაგიან გადასარბენებზე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
#15-134 გვერდითი ლიანდაგის გასასვლელი და სამარშრუტო შუქნიშნების, მოსაწვევი სიგნალების და სამანევრო შუქნიშნების ჩვენება გარკვევით უნდა შეიმჩნეოდეს არანაკლებ?
200 მეტრ მანძილზე
400 მეტრ მანძილზე
500 მეტრ მანძილზე
800 მეტრ მანძილზე
#16-116 სასიგნალო ნიშნები იდგმება მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით განაპირა ლიანდაგის ღერძიდან არანაკლებ:
3100 მმ;
4800 მმ;
4100 მმ;
5700 მმ.
#17-151 გადასარბენზე ერთდროულად მუშაობისთვის სადგურიდან ერთ მატარებელში გაგზავნილი სამეურნეო მატარებლები, მანქანები და აგრეგატები შეიძლება გადაიხსნან ან შეერთდნენ გადასარბენზე:
არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში;
იმ დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მითითებით, ვინც ატარებს სამუშაოებს;
სამუშაოთა ხელმძღვანელის მითითებით;
იმ შემთხვევაში, თუ ეს მითითებულია შესაბამისი ”ფანჯრის” ნებადამრთველ ბრძანებაში.
სადგურის (პოსტის) მორიგის მითითებით, რომელიც გადაეცემა მემანქანეს პირადად, რადიოკავშირით, პარკის ორმხრივი კავშირით ან მანევრების ხელმძღვანელის მეშვეობით;
დისპეტჩერის რეგისტრირებული ბრძანებით, რომელიც მემანქანეს გადაეცემა რადიოკავშირით;
დისპეტჩერის მიერ რადიოკავშირით, პარკის ორმხრივი კავშირით ან მანევრების ხელმძღვანელის მეშვეობით გადაცემული მითითებით;
#19-163 აკრძალულია მატარებლის განცალკევებული ნაწილების შეერთება გადასარბენზე:
ნისლის, ქარბუქისა და სხვა არახელსაყრელი პირობების დროს, როდესაც სიგნალები ცუდი გასარჩევია;
თუ დარჩენილი ნაწილი იმყოფება 0,0016-მდე ქანობზე;
თუ დარჩენილი ნაწილი იმყოფება 0,0018-მდე ქანობზე;
თუ დარჩენილი ნაწილი იმყოფება 0,0025-მდე ქანობზე.
#20-174 გადასარბენზე მატარებლის გადახსნის (გაწყვეტის) დროს ლოკომოტივის მემანქანე მოვალეა მიიღოს ზომები, რათა ულოკომოტივოდ დარჩენილი მატარებლის ნაწილი დამაგრებულ იქნეს სამუხრუჭო ბუნიკებით:
როდესაც განცალკევებული ნაწილების შეერთება არ შეიძლება შესრულდეს 30 წუთის და მეტი დროის განმავლობაში;
როდესაც განცალკევებული ნაწილების შეერთება არ შეიძლება შესრულდეს 20 წუთის და მეტი დროის განმავლობაში;
როდესაც განცალკევებული ნაწილების შეერთება არ შეიძლება შესრულდეს 10 წუთის და მეტი დროის განმავლობაში;
როდესაც განცალკევებული ნაწილების შეერთება არ შეიძლება შესრულდეს 5 წუთის და მეტი დროის განმავლობაში.
სიგნალი შუქნიშნის დადგენილი ფერების შუქებითა და სატვირთო მატარებლის ბოლოს აღმნიშვნელი წითელი დისკოები შუქამრეკლით
სიჩქარის შემცირების მუდმივი დისკოები, სასიგნალო მაჩვენებლები და ნიშნები
ყვითელი ფერის კვადრატული ფარები (შებრუნებულ მხარეს მწვანე ფერის)
ყველა პასუხი სწორია
#28-270 სიგნალი «საერთო განგაში» გადაეცემა:
უწყვეტად 2-3 წუთის განმავლობაში სირენის გაბმული ჟღერით, აგრეთვე მოკლე ბგერების რიგით;
ჯგუფებად ერთი გრძელი და ერთი მოკლე ბგერისაგან;
ჯგუფებად ერთი გრძელი და ორი მოკლე ბგერისაგან;
ჯგუფებად ერთი გრძელი და სამი მოკლე ბგერისაგან.
#29-291 თუ ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ მემანქანე იმყოფება ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რა ზომები შეიძლება იქნას გამოყენებული მის მიმართ?
დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
ჩამოერთმევა ავტომობილის მართვის მოწმობა;
შეუჩერდება/გაუუქმდება მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი;
#30-283 რა არის მისასვლელი ლიანდაგი?
ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან;
სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი ლიანდაგი;
რელსებს შორის მანძილი;
მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა;